თეგი: ფულადი გზავნილები

მაისში რუსეთიდან $314 მლნ შემოვიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 889%-ით მეტია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის - $505.7 მილიონის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. უცხოეთიდან ფულად გზავნილებში პირველია რუსეთის ფედერაცია, საიდანაც $313.9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ზრდა 889%-ია. მეორეა იტალია $36.8 მილიონით, მესამეზე კი აშშ - 27.8 მილიონით. TOP 20 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა: 1. რუსეთის ფედერაცია - $313.9 მილიონი, მატება წინა წელთან 889% 2. იტალია - $36.82 მილიონი, მატება წინა წელთან 15% 3. აშშ - $27.78 მილიონი, მატება წინა წელთან 15% 4. ყაზახეთი - $20.81 მილიონი, მატება წინა წელთან 587% 5. საბერძნეთი - $20.33 მილიონი, მატება წინა წელთან -1% 6. ისრაელი - $16.07 მილიონი, მატება წინა წელთან 9% 7. გერმანია - $13.31 მილიონი, მატება წინა წელთან 46% 8. თურქეთი - $8.13 მილიონი, მატება წინა წელთან 11% 9. ყირგიზეთი -$ 5.68 მილიონი, მატება წინა წელთან 372% 10. ესპანეთი - $4.96 მილიონი, მატება წინა წელთან 8% 11. აზერბაიჯანი -$4.63 მილიონი, მატება წინა წელთან -40% 12. საფრანგეთი - $3.72 მილიონი, მატება წინა წელთან 21% 13. პოლონეთი - 3.33 მილიონი, მატება წინა წელთან 31% 14. გაერთიანებული სამეფო - $2.85 მილიონი, მატება წინა წელთან 49% 15. კანადა - $1.92 მილიონი, მატება წინა წელთან -5% 16. ირლანდია - $1.91 მილიონი, მატება წინა წელთან 4% 17. ტაჯიკეთი - $1.86 მილიონი, მატება წინა წელთან 203% 18. სომხეთი - $1.53 მილიონი, მატება წინა წელთან 41% 19. კვიპროსი -$1.51 მილიონი, მატება წინა წელთან 13% 20. უზბეკეთი - $1.33 მილიონი, მატება წინა წელთან 192%

ივნისში, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წლის ივნისთან შედარებით 112%-ით გაიზარდა და $427 მილიონს მიაღწია. მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში გზავნილების სახით $1.78 მილიარდი შემოვიდა, რაც 2021 წელთან შედარებით 65%-ით მეტია.ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ივნისში $231.4 მილიონი გადმოირიცხა. რაც წინა წელის მაჩვენებელთან შედარებით 492%-ით მეტია. რუსეთის შემდეგ ფულად გზავნლებსი მეორეა იტალია, საიდანაც 35.6 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 12%-ით არის გაზრდილი. $27.7 მილიონით მესამე პოზიციაზეა აშშ, საბერძნეთი კი $18.8 მილიონით მეოთხე პოზიციას იკავებს.1. რუსეთის ფედერაცია - $231.4 მილიონი, მატება წინა წელთან 492%2. იტალია - $35.6 მილიონი, მატება წინა წელთან 12%3. აშშ - $27.7 მილიონი, მატება წინა წელთან 11%4. საბერძნეთი - $18.8 მილიონი, კლება წინა წელთან -7%5. ყაზახეთი - $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 284%6. ისრაელი - $16.9 მილიონი, მატება წინა წელთან 8%7. გერმანია - $14.0 მილიონი, მატება წინა წელთან 44%8. თურქეთი - $8.4 მილიონი, კლება წინა წელთან -7%9. ყირგიზეთი - $7.0 მილიონი, მატება წინა წელთან 519%10. ბელორუსი - $5.3 მილიონი, მატება წინა წელთან 756%მთლიანობაში 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან საქართველოში $750 მილიონი ფულადი გზავნილი შემოვიდა. იტალიიდან $208 მილიონი, აშშ-დან კი გადმორიცხვებმა $147 მილიონი შეადგინა. 

ივლისში საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხულ ფულად გზავნილებში რუსეთი, $100 მილიონით პირველია

ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $306 მლნ (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს. ივნისში, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა სებ–ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა. გზავნილების მოცულობის ზრდით, წინა წლის ივლისთან შედარებით, 1 244%–ით ბელარუსი ლიდერობს, საიდანაც საქართველოში $10,34 მლნ გადმოირიცხა. ფულადი გზავნილები 2022 წლის ივლისი TOP 5 ქვეყანა:   რუსეთი - $100,59 მლნ; იტალია - $35,96 მლნ; აშშ - $28,56 მლნ; საბერძნეთი - $19,17მლნ; ისრაელი - $16,72 მლნ; 2022 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.7 მლნ აშშ დოლარი (78.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივლისის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით მეტია.

ეროვნული ბანიკი: საქართველოში 2022 წლის აგვისტოში, უცხოეთიდან 334.3 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა

2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 334.3 მლნ აშშ დოლარი (927.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2021 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 63.1%-ით (129.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.0% მოდიოდა. ეს ქვეყნებია: ევროკავშირის ქვეყნები, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ირლანდია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ბელგია, რუსეთის ფედერაცია, აშშ, ისრაელი, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, გაერთიანებული სამეფო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, კანადა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.5 მლნ აშშ დოლარი (81.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აგვისტოს (27.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.6%-ით მეტია", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რუსეთი საქართველოში ფულადი გზავნილებით პირველია - 9 თვეში $1 135 111 400 გადმოირიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 387.2 მლნ აშშ დოლარი (1103.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 84.6%-ით (177.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.5% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.2% მოდიოდა. საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით პირველი რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც საქართველოში 9 თვეში გადმორიცხული თანხის 40.34% მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ რუსეთიდან $1 მლრდ 135 მლნის გზავნილი მიიღო, რაც 2021 წელს 9 თვეში რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებზე 3-ჯერ მეტია. რაც შეეხება გასული თვის სტატისტიკას, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მხოლოდ სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჯამში $387.2 მლნ გადმოირიცხა, რაც 2021 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 84.6%-ით მეტია. TOP-10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: რუსეთის ფედერაცია - $173.94 მლნ - ზრდა 351%; იტალია - $36.29 მლნ - ზრდა 7%; აშშ - $28.68 მლნ - ზრდა 17%; საბერძნეთი - $18.45 მლნ - კლება 8%; ყირგიზეთი - $18.12 მლნ - ზრდა 417%; ისრაელი - $16.44 მლნ - ზრდა 7%; გერმანია - $15.92 მლნ - ზრდა 47%; ყაზახეთი - $10.13 მლნ - ზრდა 72%; თურქეთი - $9.82 მლნ - კლება 1%; სომხეთი - $8.98 მლნ - ზრდა 677%.  

საქართველოში ნოემბერში გადმოგზავნილი ფულადი გზავნილები რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 521.2 მლნ აშშ დოლარი (1421.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 316 მილიონის მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 819%-ით მეტია, რაც რეკორდულ მიგრაციულ ნაკადს უკავშირდება. მეორე ადგილზე 36 მილიონი დოლარით იტალიაა, მესამეზე კი აშშ 29 მილიონი დოლარით. ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს: 1. რუსეთის ფედერაცია - 316 მილიონი, მატება წინა წელთან 819% 2. იტალია - 36 მილიონი, მატება წინა წელთან 11% 3. აშშ - 29 მილიონი, მატება წინა წელთან 20%; 4. ყირგიზეთი - 20 მილიონი, მატება წინა წელთან 206%; 5. საბერძნეთი - 19 მილიონი, მატება წინა წელთან -2%; 6. ისრაელი - 17 მილიონი, მატება წინა წელთან 1%; 7. გერმანია - 15 მილიონი, მატება წინა წელთან 41%; 8. ყაზახეთი - 11 მილიონი, მატება წინა წელთან 14%; 9. ესპანეთი - 5 მილიონი, მატება წინა წელთან 3%; 10. საფრანგეთი - 4 მილიონი, მატება წინა წელთან 20%;  

ცნობილია 5 ქვეყანა, სადაც რუსეთიდან 2022 წელს ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა

რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფიზიკური პირების ფულადი გზავნილები 2022 წელს რამდენჯერმე გაიზარდა, ამას ყაზახეთში, საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და ყირგიზეთში გადარიცხვების სტატისტიკაც ადასტურებს, რომელიც RBC-ის ჟურნალისტებმა შეისწავლეს. გამოცემის ცნობით, ყაზახეთში, საქართველოსა და სომხეთში, რუსეთიდან ფულადი გზავნილები 300-600%-ით გაიზარდა.  გამოცემა აღნიშნავს, რომ გადარიცხვების სტატისტიკის ანალიზი ბანკებისა და Zolotaya Korona-ს, Unistream-ისა და Contact-ის სისტემების მონაცემებს ითვალისწინებს. ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიხედვით: მხოლოდ ფულადი გზავნილების სისტემებით რუსეთიდან ყაზახეთში გაიგზავნა დაახლოებით 775 მილიონი აშშ დოლარი, რაც 579%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს რეკორდია სულ მცირე 2014 წლიდან, როდესაც ყაზახეთში ამ მიმართულებით სტატისტიის წარმოება დაიწყო. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების სისტემებით საქართველოში 2 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 403%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს არის ყველაზე მაღალი მოცულობა 2012 წლის შემდეგ. უზბეკეთში ერთი წლის განმავლობაში 14,5 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 160%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2022 წლის 11 თვის შედეგების მიხედვით, სომხეთში 3,1 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-ნოემბერის მაჩვენებელზე 306%-ით მეტია. ეს რეკორდული მაჩვენებელია 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც ასეთი სტატისტიკა აღირიცხება. 2022 წლის 11 თვეში ყირგიზეთში 2,6 მილიარდი დოლარი გადაირიცხა, რაც 6%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ნოემბერის მაჩვენებელზე. ეს 2005 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. RBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ფულადი გზავნილების ზრდას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყანა დატოვეს. ფულად გადარიცხვებზე ასევე შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზღვარგარეთ საქონლის შეძენამ, რომელიც რუსეთში სანქციების გამო მიუწვდომელია.  

მარტში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 127.1 პროცენტით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 438.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1134.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 127.1 პროცენტით, ანუ 245.3 მლნ აშშ დოლარით მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. "უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.8 პროცენტი იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 95.4 პროცენტი მოდიოდა. გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 223.57 მლნ აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 43.40 მლნ აშშ დოლარით. მესამე ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 35.99 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზეა საბერძნეთი 19.57 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მეხუთეზე – ისრაელი 18.75 მლნ აშშ დოლარით. ამასთან, ეროვნული ბანკი ცნობით, 2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 78.6 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მარტისანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.7 პროცენტით მეტია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა

2023 წლის მაისში, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების გამოყენებით ფულადი გზავნილების მოცულობამ 384,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირველ ადგილზეა რუსეთი - ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 40,2%-ით რჩება. მაგრამ რუსეთიდან გადმორიცხული თანხები გასული წლის მაისთან შედარებით, 50,7%-ით შემცირდა და 154,7 მილიონი დოლარი შეადგინა. გასულ გაზაფხულზე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიგრაციის ტალღას უკავშირდება. მანამდე რუსეთიდან საქართველოში 30 მილიონ დოლარამდე იყო გადმორიცხული, მაგრამ 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი ათჯერ გაიზარდა და თითქმის 314 მილიონი შეადგინა. მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით, მეორე ადგილზეა იტალია, სადაც ქართველი მიგრანტების დიდი რაოდენობა მუშაობს. მესამე ადგილზეა შეერთებული შტატები. იანვარ-მაისში, საქართველომ ფულადი გზავნილების სისტემებით ორ მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ტრანსფერების მოცულობა 2022 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, 47,9%-ით მეტია. რუსეთიდან დაახლოებით 838,1 მილიონი დოლარი - მთლიანი რაოდენობის 49,4% შემოვიდა.  

აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 46%-ით შემცირდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 287 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 14%-ით (47.3 მლნ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. რუსეთიდან 60.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც თითქმის 45.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მთლიან გზავნილებში რუსეთის წილი 21%-ს შეადგენს. მეორე ადგილს 45 მლნ დოლარით იტალია იკავებს, მესამეს – აშშ, საიდანაც აგვისტოში ფულადი გზავნილები 37.6%-ით გაიზარდა და 40.2 მლნ დოლარი შეადგინა. 2023 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.